Tuesday, April 7, 2015

დღე მეცხრე


                                                   დღე მეცხრე

დღეს ტრენინგის ბოლო დღე გვაქვს.ტრენინგი ძალიან მხირული განწყობით დაიწყო.ყველა ბედნიერია რომ დაასრულეს რთული და შრომატევადი სამუშაო.
მოვისმინე ჩემი  კოლეგების პრეზენტაციები.ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა ტრენინგის მეცხრე  დღემ.  ბევრი რამ შევისწავლე. არცერთი ჩვენი შეკითხვა არ დარჩენილა უპასუხოდ.დიდი მადლობა გიორგის ასეთი თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის,  ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის.  წარმატებას ვუსურვებ მას და ჩემ კოლეგებს პროფესიულ წინსვლაში.

Monday, April 6, 2015

დღე მერვე

                         

                                                      დღე მერვე
  საინტერესო იყო მერვე დღეც.პედაგოგებმა წარადგინეს დავალება შეფასების დროის ჩარჩო. განვიხილეთ Googles-ს ფორმების შეფასება,რომლის საშუალებით შესაძლებელია ვაწარმოვოთ გამოკითხვები,ტესტირება. Googles-ს კითხვარის დასამზადებლად შევდივართ drive-ზე,  ვაძლევთ ბრძანებას New Google From და ეკრანზე გამოდის შესავსები ფორმა, ვავსებთ საჭირო ველებს. გავაკეთეთ მისი შესაძლო ვარიანტები.
ვისწავლეთ და შევქმენით შეფასების რუბრიკები.
   დავალება მივიღეთ ვნახოთ გუგლის ფორმების შექმნის ვიდეო გაკვეთილი  რომელიც გიორგიმ დაგმოგვიგზავნა ფოსტაზე.ავტვირთოთ ჩვენს პორტფოლიოში ყველა ის მასალა რაზედაც ჩვენ ვიმუშავეთ,ყველა თავის შესაბამის საქაღალდეში. დავასრულოთ პროექტის გეგმა, შევქმნათ კითხვარი მოსწავლეთათვის ჩვენს მიერ შერჩეულ თემაზე.
უამრავი მასალა გვაქვს გასაკეთებელი და სამშაბათს წარსადგენი.

Tuesday, March 31, 2015

დღე მეშვიდე



                                                       დღე მეშვიდე

 მეშვიდე დღე  დავალების განხილვით დავიწყეთ.წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი შეფასების რუბრიკები და პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტები გავაგრძელეთ გეგმის შევსების შესწავლა. გავიხსენეთ ბლოგზე გვერდის დამატება და შევქმენით ახალი გვერდი-პორტფოლიო, რომელშიც  განვათავსეთ საქაღალდეები და გადავიტანეთ პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ყოველივე ავტვირთეთ დისკზე. ასევე დღეს ვისწავლეთ დისკზე არსებული დოკუმენტების ბლოგზე გაზიარება.  დღეს ვისწავლეთ, როგორ შევავსოთ პროექტის გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და საბაზისო უნარ-ჩვევები.ჩვენი დავალებაა წავიკითხოთ მოდული5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება.შევიდეთ ნაბიჯი 2: შეფასების გეგმების გაცნობა.გავხსნათ ინტელის საგანმანათლებლო რესურსი პროექტების შეფასება
(http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/)განვიხილოთ შეფასების სტრატეგიები.
1. მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები
2. წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები  
3. პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები 
4. სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის  
5. გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები  

Monday, March 30, 2015

დღე მეექვსე

           
                                                          დღე მეექვსე

ტრენინგი დაიწყო პრეზენტაციების განხილვით.მივიღეთ ტრენერის მითითებები ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე. ვისაუბრეთ და ჩამოვწერეთ პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალი.ვისწავლეთ დრაივ დისკის მნიშვნელობა,ავტვირთეთ დრაივზე  ჩვენი პორტფილიო და მასში განვათავსეთ ჩვენი მასალები.მივიღეთ დავალება
რომ დაგვეწერა რეფლექფია და შეგვექმნა მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დრევანდელი ტრენინგი, მე ვისწავლე დრაივში მუშაობა, საქაღალდეებისა და ფაილების ატვირთვა. მინდა ვისწავლო დრაივში ვიდეოების ატვირთვა და შენახვა რათქმაუნდა თუ  ეს შესაძლებელია.

Thursday, March 26, 2015

დღე მეხუთე

                   
                                                    დღე  მეხუთე


   განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები და გავიხსენეთ წინა მასალა.ბლოგში განვიხლეთ კომენტარების ველი, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია იმიტომ რომ  საშუალება მეძლევა გავაკეთო შესწავლის ანალიზი.
   განვიხილეთ დავალება ,,ბუკლეტის შექმნა"რომელშიც მქონდა შეცდომები,  ვისაუბრეთ და განვიხილეთ ჩემს მიერ გაკეთებული ბროშურა,ტრენერმა მიმითითა შეცდომებზე და მაჩვენა ბროშურის შექმნის ფორმა.
  ვისაუბრეთ პროექტებზე, რომლებსაც მე გამოვიყენებ გაკვეთილების უფრო ეფექტურად და საინტერესოდ ჩასატარებლად. 
ვისწავლეთ პრეზენტაციის გაკეთება.
   ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გაკვეთილი იმიტომ რომ ვისწავლე პრეზენტაციის  შექმნა, გაფორმება ,ანიმაცია და ხმის დადება. მინდა ვისწავლო პრეზენტაციაში ვიდეოს ჩასმა.

Tuesday, March 24, 2015

პროექტისთვის საჭირო ფოტო მასალა

თანამედროვე  პერსონალური კომპიუტერი

თანამედროვე პერსონალური კომპიუტერი

Monday, March 23, 2015

დღე მეოთხე



                                               დღე მეოთხე


ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე,ვისწავლეთ რეფლექსიის მნიშვნელობა და გამოყენება.
მივიღეთ დავალება პედაგოგების ბლოგებზე შესვლის და კომენტარების გაკეთების.
(2 მოდულის 4 აქტივობის) მიხედვით მუშაობა საკუთარ პროექტის გეგმაზე.

დღე მესამე

                                                                



                                                      დღე მესამე


      წარვადგინეთ ჩვენს მიერ შერჩეულ თემაზე დამზადებული ბროშურა და  ვისაუბრეთ მათზე. დავიყავით ჯგუფებად და ვიმსჯელეთ ჩვენს მიერ არჩეულ თემაზეთემა დავყავით შინაარსობრივადთემატურადმიზნობრივად. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და ჩვენს ბლოგზე  განვლილი ტერენინგების  შეფასების ჩაწერატრენერს გავუგზავნეთ ჩვენი ბლოგის მისამართი. ჩემს მიერ არჩეული თემა ,,პერსონული კომპიუტერი"დავყავით კითხვებად.

შინაარსობრივი:
                        როდის შეიქმნა პირველი კომპიუტერი.

                          ვინ გამოიგონა კომპიუტერი
                   
                         როგორ ვითარდებოდა კომპიუტერი
თემატური:
                        რისთვის  გამოიყენება კომპიუტერი

                        ცვლის თუ არა კომპიუტერი სასწავლო პროცესს

                        კომპიუტერის უარყოფითი მხარეები
ზოგადი:
                         როგორ შეცვალა  კომპიუტერმა სამყარო


დღე მეორე

               


                                                         

                                                    დღე მეორე

     ვისწავლეთ და გავიგეთ ჩექლისტის მნიშვნელობა,გიორგის ბლოგზე  არსებულ სასწავლო პროექტის დახმარებით შევედით მოდულში და  ვისწავლეთ ბროშურების გაკეთება.  ვისწავლეთ რესურსების მოძიება და ბროშურისთვის მომზადება. ისევ ჯგუფურად ვიმუშავეთ და  თვითოეულმა ჯგუფმა წარვადგინეთ ჩვენი თემა.

Thursday, March 19, 2015

დღე პირველი

                       მოგესალმებით!                        INTEL -  ტრენინგი


                                                            დღე პირველი

     გავხსენით ელექტრონული ფოსტა,ვისწავლეთ ფოსტაში  შესვლა გამოსვლა,წერილის მიღება გაგზავნა.ფაილის გაგზავნა, მიღებულის  გადმოწერა.გიორგის მივწერეთ წერილი მეილზე. ვისწავლეთ ელექტრონული წიგნის გახსნა და წაკითხვით,მისი დახმარებით პროექტის გეგმის შაბლონის გაგეკეთება.დავიყავით ჯგუფებად ,შევარჩიეთ თემა  პროექტისთვის და ეს თემა მოკლედ  მიმოვიხილეთ.