დღე მეშვიდე
მეშვიდე დღე დავალების განხილვით დავიწყეთ.წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი შეფასების რუბრიკები და პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტები გავაგრძელეთ გეგმის შევსების შესწავლა. გავიხსენეთ ბლოგზე გვერდის დამატება და შევქმენით ახალი გვერდი-პორტფოლიო, რომელშიც განვათავსეთ საქაღალდეები და გადავიტანეთ პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ყოველივე ავტვირთეთ დისკზე. ასევე დღეს ვისწავლეთ დისკზე არსებული დოკუმენტების ბლოგზე გაზიარება. დღეს ვისწავლეთ, როგორ შევავსოთ პროექტის გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და საბაზისო უნარ-ჩვევები.ჩვენი დავალებაა წავიკითხოთ მოდული5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება.შევიდეთ ნაბიჯი 2: შეფასების გეგმების გაცნობა.გავხსნათ ინტელის საგანმანათლებლო რესურსი პროექტების შეფასება
(http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/)განვიხილოთ შეფასების სტრატეგიები.
1. მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები
2. წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები
3. პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები
4. სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის
5. გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები